ნ ა თ ლ ო ბ ა
ჟორჟი დე სენა
ყველაზე ძნელი სიყვარულზე დაწერილი ლექსებიდან ის ლექსებია,
სიყვარული სადაც აზროვნებს.
ფიქრებში გართულს ავიწყდება,
ავიწყდება რომ არ არსებობს და მონუსხული მისჩერებია
ბრიზის სუნთქვაში გაბრწყინებულ იდუმალ ნათელს.
იფიქრე, იფიქრე, სიყვარულო,
იქნებ, მართლა მოიფიქრო ის სახელი, სხივს რომელიც დაასახელებს.


No comments:
Post a Comment